1 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლაშა კალანდაძე- ,,დაისვენეთ, არ ვართ დაშორებულები"

ინტერნეტ-სივრცეში გუშინ ცნობილი ქართველი წყვილის, ლაშა კალანდაძის და მარიამ ხორგუაშვილის დაშორების შესახებ ალაპარაკდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელის და ფეხბურთელის ოჯახი მესამე პირის ჩარევის გამო დაინგრა. ჭორის გადასამოწმებლად “მიუზიკ ბოქსი“ მარიამ ხორგუაშვილს დაუკავშირდა.

– მარიამ, რატომ დაშორდით თქვენ და ლაშა?

– მე და ლაშა არ დავშორებულვართ. მის სურათებს აღარ ვდებ სოციალურ ქსელში და ამიტომაც გავრცელდა ეს ჭორი.

– რატომ აღარ დებთ ლაშას ფოტოებს?

– ლაშა ძირითადად სულ ვარჯიშზეა, დატვირთული გრაფიკი აქვს და ამიტომ მიწევს მარტო გადაღებული ფოტოების დადება სოციალურ ქსელში.

– ამბობენ, რომ მესამე პირი გახდა თქვენი დაშორების მიზეზი…

– არანაირი მესამე პირი არ არსებობს მე და ლაშას შორის. ტყუილია ყველაფერი.

– ჩვენთვის ცნობილია, რომ მოსკოვში აპირებთ გამგზავრებას, რას უკავშირდება თქვენი ვიზიტი რუსეთში?

– ნამდვილად მივემგზავრები რუსეთში, უბრალოდ მოსკოვის დათვალიერება მინდა და სწორედ ამის გამო ვაპირებ გამგზავრებას.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი რეპერი იგორ კრედი მოხიბლულია თქვენით და საკუთარ კლიპში გადაღებას გთავაზობთ, მართალია?

– იგორ კრედისთან საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს. ის უბრალოდ ინსტაგრამზე მწერდა, საკუთარ კონცერტზე დამპატიჟა. როცა მოსკოვში ვიქნები, მაშინ თუ ჩაატარებს კონცერტს კრედი, სიამოვნებით დავესწრები.


წყარო - http://musicbox.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები