0 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შემზარავი კადრები - ჩვილ ბავშვთა სახლში უყურადღებობის გამო 3 წლამდე ბავშვი დაიღუპა

პოსტსკტიპტუმს ანონიმურმა წყარომ სკანდალური და უმძიმესი შინაარსის მქონე ვიდეომასალა მიაწოდა. მასალაში აღბეჭდილია 3 წლამდე ბავშვის დაღუპვის მომენტი. წყაროს ინფორმაციით შემთხვევა 2015 წლის 28 ნოემბერს გამთენიისას მოხდა. გოგონას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასუნთქ გზებში სპეციალური სასუნთქი მილი ჰქონდა დახმარება სჭირდბეოდა, თუმცა ხმას ვერავის აგონებდა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი რამდენიმე საათში ოთახში ექიმი შედის თუმცა უკვე უშედეგოდ. 

ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში, ტრაგედია ფონდის კიდევ ორ დაწესებულებაში დატრიალდა. მარტყოფისა და დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონებში თვრამეტი და ოცი წლის ბენეფიციარები, საჭმლის გადაცდომის შედეგად დაიღუპნენ. 

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე პოსტსკრიპტუმმა ვიდეომასალის გასაჯაროებამდე მისი ავთენტურობის შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა, თუმცა მათ თანამშრომლობა არ ისურვეს. 

ვიდეოკადრები იხილეთ აქ - http://rustavi2.com/ka/video/19168?v=2

კომენტარები

მსგავსი სიახლეები