0 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება" - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, რათა მშვიდად ვიყოთ.

„ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები ჩართულები ვართ ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე ხორციელდება სკრინინგი და ჩვენც ვართ ამაში ჩართულები, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ," - განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები