2 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ, გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გამო გერმანია Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს. განცხადება კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკეთა. ოლაფ შოლცის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა “გადააფასოს” მილსადენის სერტიფიცირება უახლესი მოვლენების გათვალისწინებით. 

“ეს აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯია, რათა მილსადენის სერტიფიცირება არ მოხდეს ახლა. სერტიფიკაციის გარეშე Nord Stream 2 ვერ შევა ექსპლუატაციაში”,- განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს ბერლინში.

მილსადენი, რომელიც ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას აწვდის, წლების განმავლობაში იყო შეერთებული შტატებისა და ბალტიის ქვეყნების კრიტიკის სამიზნე. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს ზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომომარაგებაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები