0 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თამარ გაბუნია - ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება - ბუნებრივია, საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც

ბუნებრივია, საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც, ვფიქრობ გადაწყვეტილებას, იქნება ეს თუ სხვა კანდიდატი, მალე შევიტყობთ, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრად პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დროისთვისაც გრძელდება.

„ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. დღეს გამიჭირდება რომელიმე კანდიდატზე რამის თქმა, უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება, ბუნებრივია საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც, ვფიქრობ გადაწყვეტილებას, იქნება ეს თუ სხვა კანდიდატი, მალე შევიტყობთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები