მსოფლიო
კორუფციული სქემა და ევროპელი პენსიონერების ძარცვა გრძელდება - საერთაშორისო დანაშაული, რომლის კვალი შესაძლოა, კახი კახიშვილთან, მის სიძესთან და მეგობრებთან მიდიოდეს..
2021-06-01 23:04:43
კორუფციული სქემა და ევროპელი პენსიონერების ძარცვა გრძელდება - კახა კახიშვილი და მისი გარემოცვა უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნული თაღლითური სქემის სავარაუდო მონაწილეები არიან, თუმცა პროკურატურა ამ დრომდე, საქმეში დეპუტატის სავარაუდო მონაწილეობაზე ღიად არ საუბრობს.
არადა, პროკურორი შოთაძე ივანიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინში იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა კახიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ ღია ეთერში ისაუბრა, ვითარება ოდნავ შეიცვალა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები კახიშვილს დაემუქრნენ, რომ თუკი ის პარტიას დატოვებდა, მაშინ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ბრალდებით, კახიშვილთან ერთად, მის სიძესა და აგრეთვე სავარაუდო დამფინანსებელს, მიხეილ ბინიაშვილსაც დაიჭერდნენ. დეპუტატმა კახიშვილმა უკან დახევა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, თავისუფლების სანაცვლოდ, მან, სავარაუდო კორუფციული სქემებით ნაშოვნი ფულის დაბრუნების დაპირება გასცა.
ერთადერთი რაც უწყებამ ამ დროისთვის შეძლო, სქემაში ჩართული საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალი სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის წარუდგინა.
ჩვენი ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში მონაწილე რამდენიმე პირმა, დეტალურად აღწერა იმ სქემის შესახებ, რაშიც იღებდა მონაწილეობას და უფრო მეტიც, კონკრეტული გვარებიც სწორედ მათ დაასახელეს, რომელიც სავარაუდოდ, ბინიაშვილის გარემოცვამდე და შესაბამისად, ისნის მაჟორიტარ დეპუტატთან, კახი კახიშვილთან მიდის. საქმის “ბნელი” მხარეების შესახებ იციან “ქართულ ოცნებაშიც”..
არადა, ანონიმური წყარო გვიყვება, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც, სქემის თაობაზე. ევროპელი პენსიონერები ითხოვენ, სახელმწიფოებმა ოფიციალურად მოახდინონ რეაგირება და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვონ დამნაშავეების დასჯა.
კომენტარები