პოლიტიკა
სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა
2021-05-12 16:49:06
სალომე სამადაშვილმა"ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან.
„როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული. ნიკა მელიასთვის გასაგებია ჩემი არგუმენტები, ჩვენ მეგობრებად ვრჩებით. ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“,-განაცხადა სამადაშვილმა.
კომენტარები