პოლიტიკა
სავარაუდოდ, პარლამენტში სიტყვით შარლ მიშელი გამოვა - რიგგარეშე სხდომას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან
2021-04-20 15:40:11
დღეს, სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, სხდომას როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიების არჩეული დეპუტატებიც დაესწრებიან.
ამასთან, სხდომას ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც დაესწრება. ის სხდომაზე სიტყვით გამოვა.
არსებული ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატების შეკრებას სიმბოლური ხასიათი ექნება.
ამ დროისთვის, სესიის დაწყების ზუსტი დრო უცნობია.
კომენტარები