მსოფლიო
"ქართული ოცნება" რურუაზე - არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს
2021-04-19 12:45:47
"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, სადაც შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზეა საუბარი. მმართველი პარტია გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით წერს, რომ რურუა პოლიტიკოსი არ არის, თუმცა ითვალისწინებენ რეალობას და მისი შეწყალების შემთხვევაში, კრიტიკულ მოსაზრებას არ დააფიქსირებენ:
"ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს",- ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.
კომენტარები