2 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სახელმწიფომ ისეთ კომპენსაციაზე უნდა იფიქროს, საერთოდ გახსნის სურვილი არ გაუჩნდეთ – კულუმბეგოვი კლუბებზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ღამის კლუბების გახსნა  ეპიდემიოლოგიური ვითარებას გაამწვავებს ამიტომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ისეთ კომპენსაციაზე რათა საერთოდ დაწესებულების გახსნის სურვილი გაუქრეთ.

“ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის წარმატებული ვაქცინაციისა და პანდემიის მართვის ქვეყნებმაც კი უკან შემოაბრუნეს ამ ტიპის შეზღუდვები. ამიტომ სრულიად ალოგიკური იქნება ახლა ქვეყანამ ომიკრონის ცუნამის და ქარიშხალის წინ მისცეს ქვეყანას ასეთი მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის შემცველი ღონისძიების ყოველკვირეულად გამართვის შესაძლებლობა. ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მესმის ეკონომიკური რისკები ძალიან მაღალია ბიზნესის დაზიანების კუთხით, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ძალიან სერიოზულ კომპენსაციაზე, რომ საერთოდ არ გაუჩნდეთ სურვილი ეს დაწესებულებები გაიხსნას”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები