კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთ...
მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი საგარეო საქ...
|
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ციხიდან:
ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია ერთიანია ვიდრე მაშინ.
ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია. ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას. ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს, ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო ოპოზიციამ და ოტბორმა ჯერ მოაწყვეს აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისაკენ.
რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ერთდროულად ბევრ ადგილას?! იმიტომ რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება და რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ.
მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ, ასევე, გზა და გზა ცხადია იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავრია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან, ძალიან, მტკიცე და მობილური.
არ ვიცი ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე მივესალმები ელენე ხოშტარიას, დიახ ელენე, ნამდვილად არ დამვიწყნია, ან რა დამავიწყებს შენ სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის, შიმშილობის მონაწილეებს. გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის, სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახან წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით, რომელსაც და ყველა სხვა მოშიმშილესაც მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია.
კიდევ ერთხელ მეგობრებო, შაბათის აქციებზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანნი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას . აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არც ერთი ეს არ გახლავთ თვითმიზანი, არამედ არის საშუალება იმისთვის, რათა შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა, ქართველების საქართველოდან მასიური გადინება, ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი, კორუფცია, თქვენ ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელების ჩაყოფა, სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან...
მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი საგარეო საქ...
„მათ მმართველობას საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ უარი უთხრა - როთი არის შოლცის პარტიიდან და კოალიცია საერთოდ დაეშალათ. ეტყობა ისეთი უავტორიტეტოა, რომ იქ ქუჩაში საერთოდ არ გაესვლება. ეს როთები იქა...
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მა...
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს წინ პო...
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს წინ პო...
"ორბანი დღეს მიემგზავრება საქართველოში... სავარაუდოდ, რომ აჩვენოს მისი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ... ორბანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რაც არ უნდა თქვას, ის ევროკავშირს არ წარმოადგენ...
„თქვენ ხედავთ, უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიებს არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც უბნებში დადიან, კამპანიას არ ატარებენ, შეკრებებს ვერ ატარებენ, სკამებით ატარებენ შეკრებებს. როცა ...
კომენტარები