2 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თუ უკრაინას სოლიდარობას არ ანახებთ, ეს კიდევ ერთი არგუმენტია EU-ში საქართველოს არმიღებისა – პავილიონისი

“თუ დღეს უკრაინას სოლიდარობას არ ანახებთ, ეს გახლავთ კიდევ ერთი არგუმენტი ევროკავშირში საქართველოს არმიღებისა.”- ლიეტუველ დეპუტატი ჟიგიმანტას პავილიონისი  რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაშინ უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას და მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებს არ უნდა გულისხმობდეს. ამის შესახებ  მან “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

”ეს არის დრო ყველა ჩვენგანისთვის, რომ სოლიდარობა ვანახოთ უკრაინელებს, რომლებიც ებრძვიან პუტინის რეჟიმს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ასევე მივმართავ საქართველოს მთავრობას – დავაფასებდი, რომ მთავრობა ანახებდეს სოლიდარობას უკრაინის მიმართ, უერთდებოდეს სანქციებს, უზრუნველყოფდეს დახმარებას იმიტომ, რომ ახლა უკრაინა იბრძვის თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის. ის, რომ რუსეთმა ჩინეთს მიმართ დახმარებისთვის ეს არის დამარცხების გზა, მაგრამ თუ ევროკავშირის წევრობა გსურთ, როგორიცაა ევროკავშირი ან ნატო, ჩვენ ერთმანეთის მხარში ვდგავართ. თუ დღეს უკრაინას სოლიდარობას არ ანახებთ, ეს გახლავთ კიდევ ერთი არგუმენტი ევროკავშირში საქართველოს არმიღებისა.

ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი ჩვენთან ერთად არის და უკრაინელებთან ერთად დგას, მაგრამ დღეს უკრაინელებს სჭირდებათ არა სიტყვები, არამედ ქმედებები, სჭირდებათ სამხედრო და ეკონომიკური დახმარება, მოხალისეები ესაჭიროებათ, უნდა შეუერთდნენ სანქციებს, არ უნდა გაიზარდოს ვაჭრობა რუსეთთან. ჩემი აზრით, ეს იმ უკრაინელების ღალატია, რომლებიც იღუპებიან დღეს.” –  განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები