0 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას.. საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით, ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება:

მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს. ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები