0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა – ღიბრაძე

საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე ამბობს, რომ ღამის კლუბებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა მათ მუშაობა შეძლონ რეგულაციების დაცვით. მას ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მაგალითი მოჰყავს, სადაც კლუბები ღიაა, თუმცა აკრძალულია ცეკვა.

“რაც შეეხება ღამის კლუბებს, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რომ ერთი მხრივ სეგმენტს მიეცეს საშუალება ფუნქციონირების, მეორე მხრივ მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, მწვანე პასპორტის ამოქმედების მიუხედავად, ღამის კლუბებს კვლავ არ ეძლევათ მუშაობის განახლების საშუალება. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი “ხიდი” 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.

გუშინ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელობასა და ღამის კლუბების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ცნობილია, რომ შედგა გარკვეული შეთანხმება. საკოორდინაციო საბჭოს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები