1 4 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უჭკუოდ იქცევით – სანიკიძე პოლიტიკოსებს, რომლებიც ხვალინდელ აქციას არ უერთდებიან

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, “უჭკუოდ იქცევიან” ის პოლიტიკოსები, ვინც არ აპირებენ ხვალ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მისვლას.

მისი თქმით, ახლა ნეიტრალური პოზიცია პრობლემიდან გაქცევაა.

“ის პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ კი, სააკაშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიმჩნევთ, ასე გამოდის, ეს არის ძალიან უსუსური და პოლიტიკური სიკვდილის წინა კუმულსიებია. ზუსტად იმ პოლიტიკური სპექტრის, რომელიც ასე იფასებდა თავს, რომ ჩვენ ვართ მიუკერძოებლები და ნეიტრალურები.

მე მინდა გითხრათ, ქალბატონებო და ბატონებო, ნეიტრალური არ ნიშნავს, რომ ობიექტურები ხართ. ახლა ნეიტრალური პოზიცია არის პრობლემიდან გაქცევა და საკუთარ თავს ვერ გაექცევით, რადგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის წუთები უკვე დამდგარია თქვენთვის. მინდა გითხრათ, ძალიან უჭკუოდ იქცევით თქვენი პოლიტიკური მომავლისთვის, ღირსებას რომ თავი დავანებოთ”,– აცხადებს გუბაზ სანიკიძე TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, ხვალ, 14 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციას არ უერთდება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, გირჩი და ა.შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები