0 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდი ოდენობით, ჯანმრთელობისთვის საშიში, ფალსიფიცირებული მარილის ამოიღეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული მარტინ ბ. ფალსიფიკაციის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მარტინ ბ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ საამქროში ორი წლის განმავლობაში კუსტარულად ამზადებდა ჯანმრთელობისთვის საშიშ, ფალსიფიცირებულ ორგანულ მარილს, რომლის რეალიზაციასაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში ახდენდა. სამართალდამცველებმა მარტინ ბ-ს საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, 3 ტონა 200 კგ დაფასოებული მარილი ამოიღეს.

გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 197 მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები