1 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შეფუთულ ცხედრებს ატანენ და ვინ ვისი გარდაცვლილი დაკრძალა, მაგას ვინღა გაიგებსო…” – ჭირისუფალს თბილისის საავადმყოფოდან თერჯოლაში სხვა მიცვალებული გაატანეს

თსუ-ს ლექტორი ირინა ღვინერია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ მის მეგობარს დედა საავადმყოფოში გარდაეცვალა, ცხედარი კი კლინიკიდან პირდაპირ თერჯოლაში უნდა გადაესვენებინათ. დანიშნულების ადგილზე ჩასულმა ჭირისუფალმა მერეღა აღმოაჩინა, რომ საავადმყოფოდან სხვა მიცვალებული გაატანეს:

“თავიდან ვიფიქრე, ჯერ ყველა დეტალს დავაზუსტებ და მერე დავწერ-მეთქი, მაგრამ, მივხვდი, რომ სწორედ რომ დეტალებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა – მთლიანობაში იმდენად გამაოგნებელი ამბავი მოხდა.
მყავს მეგობარი – 30 წელზე მეტი ვიცნობთ ერთმანეთს და ამ დროის განმავლობაში პატარა რამეც არ შეშლია ურთიერთობაში, ტყუილის თქმაზე ხომ ისედაც ზედმეტია ლაპარაკი.


დიდხანს არ მოგვიკითხავს ერთმანეთი, დავურეკე. დედა დავკრძალე ერთი კვირის წინო. საყვედური ვუთხარი, როგორ არავინ გამაგებინეთ მეთქი. მაგის თავი არ გვქონდაო.


და მომიყვა, რაც შეემთხვათ.


შეატყობინეს, რომ რეანიმაციაში მყოფი დედა გარდაიცვალა. წავიდა, სანამ საბუთებს ელოდებოდა, დედამისი უკვე მანქანაში გადასვენებული დახვდა, თერჯოლაში უნდა გადაეყვანათ.


მთელი გზა უტირია ამ ჩემს მეგობარს – ისე მეხვეწებოდა დედაჩემი, საავადმყოფოში არ მინდა სული დავლიოო, თან ისიც მახსენდებოდა, რამდენჯერ მითქვამს მისთვის ამ ბოლო დროს საყვედური.. მოკლედ, გამწარებული შვილის ნორმალური მდგომარეობა. ასე ჩავიდნენ თერჯოლაში, გადმოასვენეს მიცვალებული – სხვა ქალი აღმოჩნდა. ვინც გადმოუყვანა თერჯოლაში, სხვა მიცვალებული იქ არ ყოფილა, ვერ შეგვეშლებოდაო. იფიქრეს, ვიღაცამ მათი მიცვალებული ასევე შეცდომით მანამდე ხომ არ წაიყვანა და დაიწყეს რეკვა საავადმყოფოში. იმ თერჯოლაში წამოყვანილი მიცვალებულის პატრონის ნომერი არ მისცეს.


წამოიყვანეს ის სხვისი მიცვალებული ისევ თბილისში. მოიყვანეს საავადმყოფოში და თავისი მკვდარი მოითხოვეს.
მიცვალებულს საყლაპავში მაჯის სისქის ზონდი კვლავ ჩადგმული ჰქონდა, ცხვირში ზონდს, კათეტერებს და წვეთოვანის ნემსებს შლანგებიანად – ყველაფერი ჩემი მეგობრის მოსახსნელი გახდა. სულ გვაფრთხილებდა დედაჩემი, პირი კარგად ამიკარით, რომ მოვკვდებიო, პირდაღებულს ნუ გამიშვებთ იმქვეყნადო – ჩატოვებული ზონდის გამო ვერც ეს შევუსრულეო.


ორივე გადაზიდვის ფული ჭირისუფალმა გადაიხადა.

ჩემი მიცვალებული არ იყო კოვიდით გარდაცვლილი და ასე დაგვემართა და წარმოიდგინე, კოვიდით გარდაცვლილებს შეფუთულებს რომ ატანენ, იქ ვინ ვისი მიცვალებული დაკრძალა, აწი ვინ გაიგებსო” – წერს ღვინერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები