0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა შემთხვევაში მოიხსნება კომენდანტის საათი – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 10–14 დღის განმავლობაში ეპიდსიტუაციას დააკვირდებიან და თუ ის ისეთივე დარჩა, როგორიც დღეს არის, კომენდანტის საათის მოხსნას განიხილავენ.

“დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო, უმაღლესში სწავლა აღდგა, საცურაო აუზები გაიხსნა, სპორტული ღონისძიებები. ამიტომ, ყოველი შემსუბუქების შემდეგ, 10 დღე, 2 კვირას უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას და შემდეგ ეტაპობრივად სხვა.

დარწმუნებული ვარ, რასაც მეკითხებით [კომენდანტის საათი], ესეც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე. რა თქმა უნდა, ყოველი შემსუბუქების შემდეგ, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და თუ იგი ასეთი სტაბილური იქნა, შემდგომ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები