0 6 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და ასევე, 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ​

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სოციალურ, საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი ლიეტუვის სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი, წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიბიშოპი.

ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები გამართავენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს თელავში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები