1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აზერბაიჯანში გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება

31 მაისიდან აზერბაიჯანში გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება. ამავე დღეს განაახლებს მუშაობას აზერბაიჯანის დედაქალაქის მეტროპოლიტენი.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მთავრობის ოპერატიული შტაბის ბრიფინგზე გაკეთდა.

31 მაისიდან ასევე აღდგება ტრანსპორტის გადაადგილება აზერბაიჯანის რეგიონებს შორის. 10 ივნისიდან აღადგენენ მუშაობას დიდი სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები.

როგორც ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები