0 6 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიჭს, რომლის ფოტომაც ერთ დღეში მთელი ქვეყანა მოიარა, გიორგი კეკელიძემ სტიპენდია დაუნიშნა

მამა-შვილის ფოტომ, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, გადაწყვიტა ბიჭს, სტიპენდია დაუნიშნოს.

„ასე გადავწყვიტეთ: ერთ პატარა მოსწავლეს, იმ მიუსაფარი „აფრიკული” ოჯახებიდან, ჩვენი ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მთელი წელი სასკოლო ინვენტარით მოვამარაგებთ“,- წერს გიორგი კეკელიძე.

სოაციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა მამა-შვილის ფოტო, ისინი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებნი არიან. ფოტოს ახლავს მცდარი ინფორმაცია, თითქოს მათ სახლი დაუნგრიეს. როგორც გაირკვა, მამა-შვილი იმ კონკრეტულ ადგილზე სხვა მიზნით იმყოფებოდა. მშენებარე ობიექტებიდან კი მათი საკუთრება არც ერთი არ იყო. თუმცა ოჯახი სოციალურად დაუცველია და კეკელიძის გადაწყვეტილებაც ალბათ ამ ინფორმაციას ეყრდნობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები