1 5 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ანაზღაურება იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება. ვისაც აღნიშნული დახმარება არ სჭირდებათ, შეუძლიათ საკუთარი განცხადების საფუძველზე თქვან უარი.

„პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე. მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კვტ/სთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ამასთან წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. ეს ის მინიმუმია, რითაც დღეს მთავრობას შეუძლია მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა გვესმის, რომ შეიძლება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი დახმარება არ სჭირდება და დღეიდან მთ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები