1 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აიკრძალება თუ არა ტრანსპორტი თბილისში - მთავრობის გადაწყვეტილება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება.

ამასთან, მეზვრიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაშია მკაცრად რეკომენდირებული გარე სივრცეში პირბადის გაკეთება.

„გარე სივრცეში იგულისხმება ყველაფერი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. ამას გააკონტროლებს პოლიცია და შრომის ინსპექცია. თუ ვდგავრთ 5 ადამიანი და დისტანციას ვერ ვიცავთ, ან არ არის ამის საშუალება, მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გვეკეთოს. სასურველია პირბადე ეკეთოთ მოქალაქეებსაც, რომლებიც გადაადგილდებიან ფეხით სამსახურში. გვაქვს სიტუაციები ქუჩაში, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. აქ რა თქმა უნდა, მკაცრად რეკომენდირებულია, რომ პირბადე გვეკეთოს. მაგრამ, თუ გარშემო ადამიანები არ იმყოფებიან და დისტანციის დარღვევას ადგილი არ აქვს, იქ ვიტყოდი, რომ სასურველია" , - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები