2 3 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით „კოვიდ ცენტრებში“ კორონავირუსით დაინფიცირებული 251 პაციენტი მკურნალობს.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზრდა 17-ით. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით, 82%-ია. დღევანდელ მონაცემებით, „კოვიდ ცენტრებში“ მკურნალობს 251 დადასტურებული შემთხვევა. აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 15 მძიმე პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმტოფოში ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები