0 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლუსტრაციის კანონის მიღება სახეწლმწიფოებრივად მნიშვნელოვანია

„ლელოს“ ლიდერებმა - ფიქრია ჩიხრაძემ და ლევან კობერიძემ დღეს ქვეყანაში ლუსტრაციის კანონის მიღებაზე ბრიფინგი გამართეს. ლევან კობერიძემ ჯერ კიდევ 2019  წელს პარლამენტში კანონის ინიცირება მოითხოვა, თუმცა, როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნებისთვის“ კანონი მნიშვნელოვანი არ ყოფილა. იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება საბოლოოდ დაემშვიდობოს საბჭოთა წარსულს, საჭიროა, ქვეყანამ ლუსტრაციის კანონი მიიღოს. 

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან კობერიძის თქმით, „ლელო“ არის ის პარტია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მსგავს საკითხზე მუშაობა და პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელსაც დავაინიცირებთ. 

„დაახლოებით ორი წლის წინ მქონდა მცდელობა, დამეწყო ლუსტრაციის კანონის ინიცირება, თუმცა ამ ინიციატივამ „ქართული ოცნების“ გუნდში ენთუზიაზმი და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მე ვარ „ლელოში სწორედ იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, ვისაც აქვს მორალური უფლება, ისაუბროს  მსგავს თემებზე და დააყენოს მსგავსი ტიპის საკითხები. ლუსტრაციის კანონი იქნება პირველი, რომელსაც „ლელო“ პარლამენტში შესვლისთანავე გაუკეთებს ინიცირებას. თუკი გვინდა, რომ დავემშვიდობოთ საბჭოურ წარსულს და აზროვნებას და ქვეყანა წავიდეს პროგრესისკენ, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი; იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება; იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, ლუსტრაციის კანონი“ არის დაუყოვნებლივ მისაღები,“- აცხადებს ლევან კობერიძე. 

კობერიძის თქმით, ბევრი ცდილობს კანონპროექტის დაკნინებას და ჰგონიათ, რომ ის ჩვენი წინა თაობის, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებთან, სიების გამოფენას ისახავს მიზნად. ასე არ არის და პოლიტიკოსი კანონის მნიშვნელოვან პუნქტებსაც უსვამს ხაზს. 

„ ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში იმ პირების შეზღუდვა, რომლებიც თანამშრომლობდნენ და ახლაც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და პირველ რიგში რუსეთთან, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა მათ მიერ ოკუპირებულია. ვალდებულები ვართ, ეს კანონპროექტი წინა ხაზზე წამოვწიოთ და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პარლამენტში გვექნება მხარდაჭერა. ამ პირების არ დაშვება საჯარო სამსახურში და პოლიტიკურ თანამდებობებზე შეიძლება გავრცელდეს სასამართლო სისტემაზე და იმ მოსამართლეებზე, რომელსაც შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეს დანაშაულებრივ ხელისუფლებებთან ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს არის ის თემა, რაც ქვეყანაში მომავალ თაობას დაანახებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური პირები მზად არიან, გაემიჯნონ ამ თემებს. „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუციები არ იყვნენ დაკნინებული,“- განაცხადა ლევან კობერიძემ. 

ბრიფინგის დროს ლუსტრაციის კანონზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ფიქრია ჩიხრაძემაც. მისი თქმით, საკითხი აქტუალურია განსაკუთრებით იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, რომ საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს რუსული ძალა.

„საზოგადოებას გვინდა ვესაუბროთ ლუსტრაციის კანონზე, რაც დამოუკიდებლად არაერთხელ გამხდარა აქტუალური. დღეს ეს კანონი და ეს თემა არ კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, რომ საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს რუსული ძალა. სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები ჯერ ვერ არიან სათანადო სიმაღლეზე, რომ ყველაფერს ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსული და სხვა სპეცსამსახურების გავლენისაგან, ჩვენს პოლიტიკურ, მედია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...