საზოგადოება
"სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ერთი და იგივე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებს" - გიორგი გახარია
2020-08-21 14:43:50
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თეთრიწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე განალთლების სისტემასი არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი პარტნიორია.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ის რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი მტერი კი არა, მისი პარტნიორია და სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს ინიციატივა, არ ეშინია რისკის თავის თვაზე აღების, შეუძლია ნაბიჯი გადადგას და გახდეს მეწარმე. იმას ვინც გლეხია და უნდა, რომ გახდეს ფერმერი, მას უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს სისტემური ინფრასტრუქტურის მიმართულება, როგორიც არის განათლების ინფრასტრუქტურა. „რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენი ნიჭიერი ბავშვები სხვა ქვეყნის შვილებთან ერთად კონკურენტუნარიანები იყვნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ .
კომენტარები