0 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გრიგოლ გეგელია - ჩვენი სისტემა არ არის დემოკრატიული, სწორედ ამ სისტემის დემოკრატიულად შეცვლას დააკვირდება ენდიაი

“დღეს, ენდიაის მიერ გამოქვეყნებული კვლევა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ძალიან ნათლად და ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ საჭიროა პოლიტიკური ნება იმისათვის, რათა არჩევნების სისტემამ ასახოს ის დემოკრატიული წინსვლა, რომელიც არსებობს რეფორმების დონეზე,”-ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ  ენდიას კვლევების შეფასებისას განაცხადა. 

“ დღეს ჩვენ ძალიან ნათლად, მკაფიოდ ვისმენთ, რომ თუკი პოლიტიკური ნება არ იქნება ადგილზე, წინა თვეებში მიღებული რიგითი ცვლილებები არ იქნება არანაირი ეფექტის მატარებელი ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კვლევის თანახმად, დღემდე კვლავ არსებობს პრობლემური მიმართულებები, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და როგორიც არის დაშინება წინასაარჩევნო პერიოდში,”-აღნიშნა გეგელიამ. 

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამკვირვებლები დასავლელი მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებიც დააკვირდებიან, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. 

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები არცერთი წამით არ შეეგუებიან იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა სრულად და საბოლოოდ მოიპაროს და მიიტაცოს ქართული დემოკრატია. ამას არ დაუშვებს არც ქართული საზოგადოება, არც ქართული ოპოზიციური სპექტრი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, არც ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ სრულიად არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში, რომელიც იქნება თავისუფალი შევიწროვების, შანტაჟის, მოსყიდვის, დაშინების და ყველა სხვა გადაცდომისაგან იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს საშუალება, რომ თავისი თავისუფალი არჩევანი დააფიქსიროს. კვლევაში აღნიშნულია, რომ დღემდე ჩვენი სისტემა არ არის დემოკრატიული, არ არის თავისუფალი და არ არის სამართლიანი. კვლავ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი, კვლავ ხდება ადამიანების დაშანტაჟება და შევიწროება პოლიტიკურ ნიადაგზე და კვლავაც ჩვენი სისტემა არ არის მომართული არც თავისუფლებაზე, არც თანასწორობაზე და არც სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც უნდა შეიცვალოს,”-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებისაგან სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა მიიღეს, თუმცა მეტი ნდობისთვის, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან, სიძულვილის ენის, მოსყიდვისა და ძალადობისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები