საზოგადოება
კარანტინში მყოფი ახალგაზრდა, რომელიც მეოთხე სართულიდან გადახტა მძიმე მდგომარეობაშია
2020-08-14 17:19:26
კარანტინში გადაყვანილი პირი, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. იგი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში არის მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში დილის ოთხ საათზე შეიყვანეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა, მრავლობით მოტეხილობები აღენიშნება, უგონო მდგომარეობაში იყო, დილის 4 საათზე შემოიყვანეს",- აცხადებენ კლინიკაში.
კომენტარები