საზოგადოება
საქართველოში COVID-19-ის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2020-08-12 11:18:28
საქარველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მონაცემებით კი, საერთო ჯამში უკვე 1278 ინფიცირებულია.
NCDC-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა. შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1058-ია.
აქვე შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 7, 708 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245.
კომენტარები