მსოფლიო
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადება აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით
2020-08-07 17:48:41
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადება აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წელს, კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო პარტნიორებს, იმ ომის შედეგები, რომლსაც საქართველოს მოქალაქეები დღესაც საკუთარ თავზე გრძნობენ.
რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008 წლის 7 აგვისტოდან. ჩვენი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და დეოკუპაციისთვის მრავალ ათეულ წელს ითვლის, მაგრამ 2008 წლის 7 აგვისტოს ომს ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე შედეგები ჰქონდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ 20 000 - ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ იძულებით დატოვა ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ომის დროს ჩვენი სამხედროების და საპოლიციო შენაერთების მაღალი პროფესიონალიზმი, ასევე საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტი.
არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა არაღიარების პოლიტიკის პროცესში და ვფიქრობთ, ასევე დაუშვებელია, 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები დარჩეს დაუსჯელი.
კომენტარები