მსოფლიო
"დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ, შსს-სი არ მჯერა!" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
2020-08-06 00:02:37
როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების სისწორის არ სჯერა.
„არ მჯერა მე მათი! ეს ინფორმაცია ნამდვილად არ არის სარწმუნო, იქნებ ისიც ნახეს ინტერნეტში, რომ თეთრიწყაროს რაიონში უფრო ადვილი იყო სიკვდილი და სხვაგან არა?
დღეს ვიყავი იმ ჭელიძესთან შეხვედრაზე და ვუთხარი კიდეც, ბავშვი სახლში მოსვენებული არ იყო და წერილი, მედიკამენტები მაშინვე იპოვეთ, ასევე ფსიქოლოგი და მკვლელი ვერ იპოვეთ, მაშინვე გინდოდათ თვითმკვლელობის იარლიყი მიგეკერებინათ-მეთქი. ისევ თავიდან აამოქმედეს ეს ყველაფერი, რადგან საქმეში FBI-ის ჩართულობა მოვითხოვეთ. კი ბატონო, დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ, რომ თვითმკვლელობაა, არ მჯერა მე მათი! ახლა უფრო გავძლიერდებით და ახლა უფრო მოვითხოვთ FBI-ს ჩართულობას“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
კომენტარები