1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედა ბავშვის სოლარიუმში ტარების გამო დააკავეს

ჩამოტვირთვა

ნიუ ჯერსიში დედა შვილისათვის ზიანის მიყენების გამო დააპატიმრეს. მან 5 წლის ბავშვი სოლარიუმში წაიყვანა. შტატის ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, 14 წლამდე ასაკის მოზარდების სოლარიუმში ტარება აკრძალულია, ვინაიდან ამ ასაკობრივ კატეგორიაში კანის კიბოს განვითარების ალბათობა მაღალია. ქალს, შესაძლოა, სოლიდური ჯარიმა გადაახდევინონ ან დედობის უფლება ჩამოართვან. ბავშვის სხეულზე გარუჯვის შედეგად მიყენებული დამწვრობები ბაღის მასწავლებელმა შენიშნა და მაშინვე სამართალდამცავ სტრუქტურებს შეატყობინა. პატრიცია კრისლიმ დანაშაული უარყო და სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ქალიშვილი ულტრაიისფერი სხივების ქვეშ არასდროს დაუყენებია და მხოლოდ მოსაცდელ დარბაზში ელოდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები