1 4 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტაჯ-მაჰალი იძირება

ჩამოტვირთვა

თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, მსოლიოს ერთერთი საოცრება, ტაჯმაჰალის მავზოლეუმი, ხუთ წელიწადში დაინგრევა. ამის შესახებ ობიექტის მდგომარეობის შემსწავლელმა ინდოელ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა განაცხადა. მავზოლეუმი, რომელიც "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, შესაძლოა, ხის ფუნდამენტის ლპობის გამო დაინგრეს. მკვლევარები აცხადებენ, რომ ტაჯ-მაჰალის საძირკველი მცირე ნატეხებად უკვე ინგრევა. 1630-1652 წლებში აგებული ტაჯ-მაჰალი მდინარე ჯამნას სანაპიროზე მდებარეობს. მდინარის დონემ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიკლო, რაც ძეგლის ფუნდამენტის დაზიანებას იწვევს. შარშან მავზოლეუმში აკლდამასთან და გუმბათთან ბზარები აღმოაჩინეს. ტაჯ-მაჰალი იმპერატორ შაჰ ჯაჰანის ბრძანებით მისი მეუღლის მუმთაზ-მაჰალის პატივსაცემად აიგო. მუმთაზ მაჰალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. მავზოლეუმის მშენებლობაში 20 000 ოსტატი მონაწილეობდა. ძეგლის მოსანახულებლად ინდოეთში ყოველწლიურად 4 მლნ ტურისტი ჩადის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები