0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეწყდა, აღდგენილია

მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეწყდა, აღდგა. როგორც ჟურნალისტებს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკო ბასანიძემ განუცხადა, კენჭისყრა მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო შეჩერებული.

„რამდენიმე წუთით შეწყდა ელექტროენერგია და ამის გამო ამომრჩეველი აღარ შევუშვით უბანზე. დაზიანებული ხაზის შეკეთება დროულად მოხდა და კენჭისყრაც უკვე აღდგენილია“, - განაცხადა საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

არსებული ინფორმაციით, სკოლის ეზოში, სადაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, გარეგანათების დამონტაჟებას ცდილობდნენ, რა დროსაც შენობაში შემავალი სადენი გაწყდა. 

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, საოლქო კომისიის ინფორმაციით, 18:00 საათისთვის 1434 ამომრჩევლიდან ხმა 680 მისცა, რაც ამომრჩეველთა 40 %-ზე მეტია. დაწერილია 9 საჩივარი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები