1 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ სარისკო საქმიანობას. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ ეცდებით დაეწიოთ კოლეგებს მუშაობაში, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

კურო
კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. ოჯახი უნდა იქცეს ადგილად, სადაც დაისვენებთ, ძალებს აღიდგენთ. მიიღეთ მეტი სითხე. კარგია ცურვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. 

ტყუპი
დილით შადგინეთ შესასრულებელი საქმეები სია. გამონახეთ დრო ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვის. საღამოს მიიღეთ არომატული აბაზანა. პირად ურთიერთობაში მოერიდეთ ორიგინალურობას, პარტნიორმა შეიძლება ვერ გაგიგოთ. 

კირჩხიბი
დილიდან აქტიური იქნებით, - საოჯახო ვალდებულებები, ბავშვები, სამსახურის საქმეები. ჯანმრთელობა და განწყობა იდეალურად გაქვთ გაბედულად იმოქმედეთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

ლომი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. ახალი იდეებითა და გეგმებით უფროსის გაოცებას შეძლებთ. კარგი დღეა ბავშვების უცხო ენის პედაგოგთან მისაყვანად. გამონახეთ დრო კითხვისთვის. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. 

ქალწული
უფროსიც რომ იყოთ (ოჯახის, თანამდებობით) ხმამაღლა ნუ გამოაცხადებთ, ნუ იბატონებთ გარშემო მყოფებზე. აგრეთვე, თქვენი მოსაზრებები თქვენთვის შეინახეთ. მოსალოდნელია დიდი, გაწელილი პროექტის დასრულება, ცვლილებები. პაემანი იდეალურად ჩაივლის. 

სასწორი
მნიშვნელოვან საქმეებზე იყავით კონცენტრირებული, წვრილმანები მომავლისთვის გადადეთ. იშრომეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ჰარმონია დაისადგურებს პირად ცხოვრებაში. ოჯახის წევრები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. საღამოს მიირთვით არომატული ჩაი. 

მორიელი
ენერგიული ხართ და იაქტიურეთ საკუთარი კეთილდღეობისთვის. არ დაგავიწყდეთ, სასიხარულო ამბები თქვენს კეთილისმსურველებს გაუზიარეთ. შინ მოიპატიჟეთ დიდი ხნის უნახავი, შორს მცხოვრები ნათესავები. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს სირთულეების დაძლევაში. 

მშვილდოსანი
თუ ძველ საკითხებს ახლებურად მიუდგებით, ყველაფერს მოაგვარებთ. სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ მოზარდების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას. 

თხის რქა
დღის განმავლობაში იმოქმედეთ ცივი გონებითა და მშვიდად, განსაკუთრებით, საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმებისას. კარგია აბანო და ცურვა. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოსიყვარულე და რბილი უნდა იყოთ. 

მერწყული
დროა, ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო. ფეხმძიმეებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. ოჯახის წევრების მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე და ყურადღებიანი. 

თევზები
მუშაობისას სიფრთხილე გმართებთ, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. საყვარელი ადამიანი ახალი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუ თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, ივარჯიშეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები