1 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრიტანულ-ქართული კოპროდუქცია ბათუმში

ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთიბრიტანულ - ქართული კოპროდუქციაგანხორციელდება.აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიტანული კომპანიის - „On The Run“ - სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი დევიდ რალფი ბათუმში იმყოფება. ვიზიტის მთავარი მიზანია ახალი სცენის ტექნიკური აღჭურვილობის და განათების სისტემის დათვალიერება, მსახიობების კასტინგი, თეატრის ტექნიკურ ჯგუფთან შეხვედრა და მათთვის სპექტაკლისთვის საჭირო ტექნიკური დეტალების გაცნობა.

დევიდ რალფს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდა და სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გააცნო.
სპექტაკლის „ცხოვრება გრძელდება“ პრემიერა ნოემბერში იგეგმება და ის ბათუმის დრამატული თეატრისა დაბრიტანული კომპანიის – „On The Run“– ის პარტნიორობის პირველი შედეგია. „On The Run“ - ეს არის ახალგაზრდაკომპანია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს“ - წერს თავის გამოცემაში გაზეთი „ტელეგრაფი“ ( „THE TELEGRAPH“).

სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ჰანა მოსისა და დევიდ რალფის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც 2014 წლის აგვისტოს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარადა მაყურებელთა და კრიტიკოსთა აღფრთოვანება დაიმსახურა. „The Times“-ის მთავარმა თეატრალურმაკრიტიკოსმა დომინიკ მაქსველმა სპექტაკლი ხუთი ვარსკვლავით შეაფასა და „შესანიშნავი დებიუტი“ უწოდა. 


კოპროდუქცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობა“ ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში პარტნიორობით ხორციელდება. 


აღნიშნული პარტნიორობა უკვე მესამე წელია გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში 2015 წელს ბრიტანული და ქართული თეატრების თანამშრომლობის შედეგად 2 სპექტაკლი განხორციელდა: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ ენაზე დაიდგა ინოვაციური, ეკრანიზებული თეატრის ნიმუში „ნული საათი“, ხოლო მოგვიანებით ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე სპექტაკლის „ზამთრის ზღაპარი“ პრემიერა შედგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები