1 5 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. საოჯახო საქმეები მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. ბავშვების ჟრიამული მათთან ერთად გართობაში ჩაგითრევთ. საყვარელ ადამიანთან ერთად შეადგინეთ სამომავლო გეგმა. 

კურო
დღეს იმაზე მეტ საქმეს შეასრულებთ, ვიდრე გეგონათ. თუმცა, მოერიდეთ გადაღლას. შეეხმიანეთ ნათესავებს. საღამოს ენერგიის აღდგენაში ცურვა და ძილი დაგეხმარებათ. 

ტყუპი
პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად არაოფიციალურ გარემოში განიხილეთ სამსახურის საქმეები. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით - დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას, რისკს. 

კირჩხიბი
კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. თუ პარტნიორის მიმართ გულწრფელ სიყვარულს გრძნობთ, დაინტერესდით, რას განიცდის ის თქვენ მიმართ. წესად აქციეთ ვარჯიში, სირბილი, საღამოობით - სეირნობა. 

ლომი
ყური დაუგდეთ კოლეგების რჩევებს, საუბრებს და უამრავ გასათვალისწინებელ ინფორმაციას აღმოაჩნეთ. ესტუმრეთ მეგობრებს, ნათესავებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

ქალწული
ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები უნდა გამოიყენოთ. სამსახურის საქმეების გამო საყვარელ ადამიანს ნუ მიივიწყებთ; საღამოს მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი. 

სასწორი
აკონტროლეთ ბიზნესი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გაერკვიეთ დეტალებში. მეტი მზრუნველობა გმართებთ კბილების მიმართ. სასიყვარულო პარტნიორთან სერიოზული საუბარი და ურთიერთობაში გარკვევა გელით. 

მორიელი
დიპლომატიურად მოაგვართ დღემდე არსებულ ყველა კონფლიქტი. საქმიანი შემოთავაზებები ყურადღებით განიხილეთ. ფეხით სიარული აზრების დალაგებაში დაგეხმარებათ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

მშვილდოსანი
დახმარებისთვის კოლეგებს, მეგობრებს მიმართეთ. მოინახულეთ ნათესავები, ახლობლები. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გაამდიდრეთ რაციონი ხილით, ვიტამინების კომპლექსით. ბედნიერება თქვენ გვერდითაა და შეუმჩნევლად არ გაატაროთ.

თხის რქა
მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. დილით კარგია ვარჯიში; საღამოს - კონტრასტული შხაპი მოგიხსნით დაღლილობას. მოერიდე ემოციების გამოხატვა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უსიამოვნო დეტალებს. 

მერწყული
ვარჯიში, კონტრასტული შხაპი და ფეხით სიარული წესად აქციეთ. შანსი მოგეცემათ წარმატებას მიაღწიოთ კარიერაში. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. ეცადეთ, საყვარელი ადამიანი თქვენი აქტიურობით არ დააფრთხოთ. მზრუნველი და მოსაყვარულე იყავით ყველა ნათესავის მიმართ. 

თევზები
დაიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება. გამონახეთ დრო ახლობლებთან ურთიერთობისთვის, საოჯახო საქმეებისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები