1 5 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და „რედკოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. 

   ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი და კომპანია „რედკოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2016 წლის 31 მაისს კომპანია „რედკომ“ შეიძინა 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ახალ გუდაურში, რომელზეც კომპანია უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობას და 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი გუდაურის გენერალური გავითარების გეგმა მსოფლიოში ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავი კანადური კომპანია „ეკოსაინის“ მიერ შემუშავდა. პროექტის პირველი ეტაპი 10 ჰექტარის განაშენიანებას მოიცავს. ამ ეტაპით გათვალისწინებულია 26 ნაგებობის მშენებლობა, რომელიც კურორტს 4200-ზე მეტი დამატებითი „საწოლით“ უზრუნველყოფს. ახალი გენერალური გეგმის მიხედვით კურორტზე აშენდება რამდენიმე 2*, 3*, 4* და 5* სასტუმრო, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები; შეიქმნება დამატებითი დასვენების და გასართობი ინფრასტრუქტურა - ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, მაღაზიები, ტენისის კორტები, სპა ცენტრები და კაზინო. ასევე კურორტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ავტოსადგომების სისტემებით (მიწისქვეშა და მიწისზედა), რომლებიც 1600-ზე მეტ ავტომობილს იტევს. კომპანია „რედკომ“ მიიღო წინასწარი თანხმობა Starwood Hotels and Resorts Worldwide“-საგან, რიმლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების “Sheraton” და “Four Points by Sheraton” სასტუმრობი გაიხსნება“, - აცხადებენ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროეტების განხორციელებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა მასტერპლანმა და ინფრასტრუქტურული პროეტების განხორციელებამ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო იწყებს გუდაურის წყალსადენის და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება და გუდაურის ისტორიაში პირველად საკმარისი წყლის დებეტი იქნება.
2016 წლის ზაფხულში გუდაურში კიდევ ერთი საბაგიროს მშენებლობა იგეგმება.

„უახლოეს მომავალში შეიქმნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესია კურორტის განვითარებისთვის. გუდაური ზაფხულშიც აქტუალურია ტურისტებისთვის. კურორტზე, საერთაშორისო დონის 5000 მეტრიანი სიგრძის ველო ბილიკია მოწყობილი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის ასევე მოყვარულებისთვის. ველო ბილიკის მშნებლობა სლოვენიურმა კომპანია „ალიანსმა“ განახორციელა“, - განაცხადეს კომპანიაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 

 

მონაცემებით, 5 წლის განმავლობაში გუდაური საგრძნობლად პროგრესირებს. ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით. მრავალდჯერადი ბილეთების მომხმარებლები კი ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან.

გუდაურის ისტორიაში წლევანდელი სეზონი საუკეთესო იყო. 2015-2016 წლებში კურორტზე 201821 ვიზიტორი დაფიქსირდა. გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით მომატებულია, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 63 %-ით.

„დღეის მდგომარეობით, ახალ გუდაურში, კომპანია „რედკოს“ მიერ დასრულებულია და ოპერირებს 3 აპარტოტელი, რამდენიმე რესტორანი და სპა ცენტრი. ამასთან, 2016-2017 ზამთრის სეზონისთვის დასრულდება კიდევ ერთი აპარტოტელი, ხოლო 2017 წელს კომპანია „რედკო“ ახალ გუდაურში „Radisson Blu“-ს ბრენდის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის, რისთვისაც კომპანია დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს“, - განაცხადეს შპს „მთის კურორტების განვთარების კომპანიაში“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები