1 5 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მაგდა პაპიძე განცხადებას ავრცელებს

   მაგდა პაპიძე პროცესის დახურვის შესახებ ანა დოლიძის განცხადებას არ ეთანხმება. 
როგორც განსასჯელმა სასამართლოზე განაცხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქვს რადიომიმღები სადაც ანა დოლიძის განცხადება პროცესის სრულად დახურვის შესახებ მოისმინა. მისი თქმით დაკავების დღიდან სურვილი ჰქონდა მისი პროცესი ღია ყოფილიყო და მსაჯულთა ინსტიტუტიც სწორედ ამიტომ აირჩია.
"პირველივე დღიდან მე მოვითხოვე საჯაროობა. ჩემს პროცესებს ესწრებოდა მედია, ადვოკატებსაც ინტენსიურად ვთხოვდი პროცესი საჯარო ყოფილიყო მე საზოგადოებისათვის დასამალი არაფერი არ მაქვს და მინდა გაშუქდეს ექსპერტების დაკითხვა ასევე ჩემი პოზიციები რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პირადი ცხოვრების საკითხს ვითხოვ მხოლოდ ამ ნაწილში დაიხუროს პროცესი"-განაცხადა პაპიძემ. მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ მოთხოვნა დააკმაყოფილა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები