0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით"- Azimuth Airlines-ი საქართველო რუსეთს შორის ავიამიმოსვლებს იწყებს

Azimuth Airlines-ი საქართველო რუსეთს შორის ავიამიმოსვლებს იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქვეყნებს. 

"საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა. ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით",- ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები