0 6 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურაბ ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოს ფასად ათავისუფლებენ და ლევან ზურაბიშვილს, რომლის ბანკში შევარდნას არც მსხვერპლი მოჰყოლია, არავინ გაუძარცვავს, 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი - ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში სასამართლო და ზოგადად სახელმწიფო სელექციურობით ხასიათდება. როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ სასამართლო, ერთი მხრივ, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს საზოგადოებისთვის საშიშ, თუმცა „პრივილეგირებულ“ პატიმარს, ზურაბ ზვიადაურს, მეორე მხრივ, კი 9 წელი აქვს მისჯილი ლევან ზურაბიშვილს, „აზარტული თამაშებით დაზარალებულ ადამიანს, რომლის ბანკში შეჭრას არც მსხვერპლი და არც ძარცვა არ მოჰყოლია“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები