0 6 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვნახეთ ვიდეოკადრები მისი საკნიდან და ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს – ჰარცელი სააკაშვილზე

 

”ვნახეთ ვიდეოკადრები მისი საკნიდან და ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს” – ამის შესახებ, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა,  ჟურნალისტებთან განაცხადა.ჰარცელის თქმით ის ყურადღებით აკვირდება  საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სიტუაციას  და წუხილს გამოთქვამს ყველა იმ ასპექტზე, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს.

”ვნახეთ ვიდეოკადრები მისი საკნიდან და ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს. ჩვენ გვსურს, რომ პატივი ეცეს ადგილობრივ კანონმდებლობას, მაგრამ ასევე ევროპულ კონვენციას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი არ დაუშვეს საკუთარ სასამართლო პროცესზე და გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, თუ რას ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო პროცესი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დადებითად ვაფასებ ევროპული სასამართლოს წერილს და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით”, – თქვა კარლ ჰარცელმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები