1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სააკაშვილმა გამოგაწყოთ შარვალ-კასტუმებში და რას ჰგავხართ!” – ვის მიმართავს მაია ნადირაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატი მაია ნადირაძე სოციალური ქსელში იმ პოლიტიკოსებს ეხმაურება, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არჩევნებზე ჩამოსვლას აპირებს.

„ვოე, ქართული პოლიტიკის ტაკიმასხარებო, ელისაშვილ-მეტრეველ-ზურაბიშვილ-ლელო-გირჩი- ვაშაძეებო და ვინც ხართ კიდევ მაგ უგვანოთა „სასტავში”, რა უზნეობის კომპოტში ბანაობთ, ხვდებით?! დევნილია ის კაცი, დევნილი!

საერთოდ აზრზე ვერ მოდიხართ, რას ნიშნავს ეს ხომ? შიშმა კი იცის რამსების არევა, მაგრამ ასე?! გუშინ რომ მსოფლიო პოლიტიკას სხლავდით და ნავალნის ვაჟკაცობით იყავით აღფრთოვანებული, ეგ ცოდნა და „ზნეობრივი კრიტერიუმი” დღეს შვებულებაში გაუშვით?!

ახლა რომ ვიკითხო, ასე რამ დაგაძაბუნათ -მეთქი, ვიცრუებ. სულ ეგ ნაყარნუყარი არარაობები იყავით და იმ ჩემი ცოდვით სავსე სააკაშვილმა გამოგაწყოთ პოლიტიკის შარვალ-კასტუმებში. რას ჰგავხართ?!.. აი, რომ მგონია ისე ვარ მიშაზე გაბრაზებული (ხიხოსტანის გამო), აღარ მომიბრუნდება გული, მაშინ გადმომიგდებენ ხოლმე სამაშველო რგოლს, ეს ტაკიმასხარები და მარტო არა ვარ, ბევრია ჩემნაირი… ვისაც უსამართლობაზე ფასეულობების ინსტინქტი აქვს მიბმული”, – წერს მაია ნადირაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები