1 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საზოგადოებრივი კამპანია “ხმის მცველი”-“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” სადამკვირვებლო მისიას იწყებს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ იწყებს საზოგადოებრივ კამპანიას გახდი “ხმის მცველი”. 

კამპანია “ხმის მცველის” ფარგლებში „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საქართველოს მასშტაბით მოიძიებს აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც როგორც მოხალისეები  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან. საარჩევნო პროცესების მონიტორინგში მაღალი სამოქალაქო ჩართულობა უზრუნველყოფს არჩევნების გამჭირვალობის მაღალ ხარისხს. 

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის ინოვაციურ და ახლებურ მეთოდს გამოიყენებს. ორგანიზაცია არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ მოხალისეებით. მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, სამოქალაქო აქტივისტებს და აქტიურ ახალგაზრდებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, დააკვირდნენ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს და დაიცვან თითოეული ხმა. 

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესის განჯასაღებაში. მოხალისეობრივი ჩართულობა უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის გაზრდას. თითოეულ მოხალისეს ინდივიდუალურად შეუძლია  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-თან ერთად დაეხმაროს ქვეყანას უკეთესი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. 

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს ასევე მიაჩნია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყნებით არჩევნების ჩატარება არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის ნაკლებ სუბიექტურ ჩარევას საარჩევნო პროცესში კენჭისყრის დღეს.

“ სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ სრულად მოხალიეობრივად დააკვირდება ელექტრონული საშალებების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს კრწანისის N4 საარჩევნო ოლქში, რის შემდეგაც რეკომენდაციებს და შენიშვნებს გაუგზავნის, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ  ორგანიზაციებს.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს სამოქალაქო აქტივისტებს და საქართველოს აქტიურ მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთნონ მოხალისეობრივ კამპანიაში “ხმის მცველი,”  რათა დაცული იყოს ქართველი  ამომრჩევლის ნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები