1 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კობახიძე - 1%-იც რომ ავიღოთ ამ არჩევნებზე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.. სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში

ჩამოტვირთვა

გვაქვს ყველანაირი რესურსი და საშუალება, საერთოდ საბაბიც არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის: 1. ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებზე, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება; 2. სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში; 3. ქუჩაში გამოხვალთ - შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება, შესაბამისად, ოპოზიცია იმაზე უკეთესად უნდა მოემზადოს, ვიდრე დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

"თავის დროზე 8 მარტის შეთანხმებაში იყო ასახული პუნქტი, რომელიც გულისხმობდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იმავე სისტემით 2024 წლამდე, ამ შემთხვევაში უნდა არჩეულიყო პარლამენტი 2024 წლის ჩათვლით. შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა 19 აპრილის შეთანხმებით, დოკუმენტი ანულირებულია, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ამ პუნქტმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა, დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ გვაქვს ყველანაირი რესურსი და საშუალება საერთოდ საბაბიც არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. 1. ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებზე, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება 2. სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში, 3. ქუჩაში გამოხვალთ - შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, 2024 წლისთვის მოემზადეთ იმაზე უკეთესად, ვიდრე დღეს ემზადებით ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები