1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ეპდსიტუაციის გაუარესების გამო მიიღეს.

„ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, ეს არის გაჩერებები, ბაზრობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით,პირბადის ტარება სავალდებულოა ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, - განაცხადა ღიბრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები