1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! - ლომჯარია

მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს.

ნინო ლომჯარია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ასევე მიმართავს ოპოზიციას, რომ ყველაფერი გააკეთონ სიტუაციის განსამუხტად.

„მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა!

მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად!

მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია!“, - აცხადებს ლომჯარია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები