1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექიმი პოლიციელებს: სველი ადამიანების ნაწილი შეიძლება ინფიცირებულია, ნუ მოკლავთ მათ

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ცესკოსთან საპროტესტო აქციის დარბევას ეხმაურება და მოუწოდებს პოლიციელებს, ნუ მოკლავენ ადამიანებს.   "ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, თქვენ ქვეყნის და ადამიანების დასაცავად დაგიქირავათ საზოგადოებათ. მათ შორის იმ ადამიანებმაც ვისაც პანდემიის პიკზე, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით დევნით...   სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში.   საქართველოში, უკვე არცერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი დაავადებულების მისაღებად. თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ-ერთი, ვისაც ხვალ დახმარება დასჭირდება და ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ გადავსებული იქნება.   ვერ იცხოვრებთ ამ ცოდვით, ვერ გაუსწორებთ თვალებს თქვენს შვილებს!!! ეხლა, მშიერი, გადაცივებული, უფლებაწართმეული, დასტრესილი ადამიანების დევნა მკვლელობაზე შეგნებულად წასვლაა", - წერს ნანა გეგეჭკორი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები