1 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბა ბუაძე - ხმა მივეცი ახალ ძალას და ქართულ პოლიტიკაში ახალი იმედის გაჩენას

„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და ხმა ქართულ პოლიტიკაში ახალი მრავალფეროვანი პარტიის გამოჩენასა და ორპოლუსიანობის დასრულებას მისცა.

ბუაძემ საკუთარი არჩევანი, საკუთარ ოლქში გააკეთა.

„ხმა მივეცი ორპოლუსიანობის დასრულებასა და პოლიტიკაში იმ მრავალფეროვნების შემოსვლას რასაც „ლელო“ ჰქვია. დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება გულანთებული ახალგაზრდა ადამიანების გუნდი, ასეთი გუნდი კი „ლელოა“. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც ჯერ არ წასულა არჩევნებზე, აუცილებლად მივიდნენ, რადგან არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს. ყველა ხმა არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ბუაძემ.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები