1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკატერინე ტიკარაძე - დღეს ონლაინკლინიკის პრეზენტაცია გაიმართება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს ონლაინკლინიკის პრეზენტაცია გაიმართება.

მინისტრის თქმით, ონლაინკლინიკა მეორე კვირაა, რაც სატესტო რეჟიმში მუშაობს და ბოლო ერთი კვირის მანძილზე 22 ათასს საქმეზე მეტ საქმეს გაართვა თავი წარმატებით.

"25 კლინიკა გვყავდა ჩართული უკვე გაზაფხულზე იმისათვის, რომ ჩვენ ბინაზე გვემართა პაციენტები და აქედან გამომდინარე, ეს პრაქტიკა არსებობდა. ონლაინკლინიკა უკვე მეორე კვირაა, სატესტო რეჟიმში მოქმედებს და დღეს ვგეგმავთ ონლაინკლინიკის პრეზენტაციას. მათ, ბოლო ერთი კვირის, მანძილზე 22 ათასს საქმეზე მეტი მართეს, საიდანაც 16% საქმეების იყო პრობლემატური. მიუხედავად ამისა, მათ წარმატებით გაართვეს ამ პაციენტების ბინაზე მართვას თავი," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები